შამათი (E-Book)
იმ წიგნებსა და ხელნაწერებს შორის, რომლითაც ჩემი დიდი მასწავლებელი რაბაში (რავ ბარუხ ჰალევი აშლაგი) ხელმძღვანელობდა მუშაობისას, იყო ერთი განსაკუთრებული რვეული, რომელზეც დიდი სიყვარულით და მოწიწებით იყო დაწერილი „שמעתי“ (შამათი - მოსმენილი). ის ამ რვეულს თავიდან არ იშორებდა, სულ თან დაჰქონდა, ხშირად შლიდა და ჩასცქეროდა ტექსტს.
სიკვდილის წინ, გვიან ღამით, მან უეცრად გამომიწოდა ეს რვეული და მითხრა „აიღე და იმუშავე მასზეო“. მომდევნო დილით მის სარეცელთან ვიდექი, როდესაც მისი წმინდა სული უმაღლეს საგანძურში, სასუფეველში აღევლინა.
ეს რვეული შეიცავს ბაალ სულამის (რავ იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგის) სტატიათა კრებულს, რომელსაც რაბაში მამის სიტყვებიდან წერდა მათი წარმოთქმისთანავე. ჩემი მასწავლებელი ამ სტატიებს უდიდესი წყურვილით ეწაფებოდა და მათზე ააგო თავისი სწავლების საფუძვლები.
შამათის სტატიების წვდომა ხდება თანდათანობით და შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს, მანამ ადამიანი არ დაიწყებს გაგებას, მათი სიბრძნის შეგრძნებას, სანამ არ იპოვის საკუთარ თავში შესაბამის მდგომარეობებს და მაშინ წიგნი გახდება სულიერი გიდი. ადამიანი საკუთარ თავში დაიწყებს უზენაესი სამყაროს შეგრძნებას და გახსნას.
მიხაელ ლაიტმანი
კაბალის საერთაშორისო აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი